
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ როსტოვის ოლქში 44 დრონი ჩამოგადეს. ადგილობრივი გამგებელი მანამდე ამბობდა, რომ ჩამოგდებული იყო 40-ზე მეტი საჰაერო სამიზნე.
გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა დააზუსტა, რომ თავდასხმა მოროზოვსკის რაიონში იყო, რომელთან ახლოს მდებარეობს რუსეთის სამხედრო აეროდრომი, რასაც ის არ ახსენებს.
"თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტრო ქვესადგური. მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების აღდგენის მიზნით", - დაწერა გუბერნატორმა.
თავდაცვის უწყება ასევე ამბობს, რომ სარატოვის ოლქში ერთი დრონი ჩამოაგდეს, 6 კრასნოდარში, თითო-თითო კურსკისა და ბელგოროდის რეგიონებში.