ვიდრე უკრაინას მიიღებენ NATO-ში, მანამდე NATO შედის უკრინაში მისი რუსული აგრესიისგან დასაცავად, რა ფორმით და როგორ, ეს ძალიან მალე გამოჩნდება. დეტალებზე ალიანსის წევრები ჯერაც მუშაობენ, მაგრამ ამ კვირას, უმაღლესი სარდლობის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან აშკარაა, რომ NATO-ში რაღაცები ძირეულად იცვლება და ეს ხდება პოზიტიური მიმართულებით.
NATO-ს კონტიგენტი უკრაინაში, ალიანსის სამხედრო ისნტრუქტორები უკრაინაში - ამ საკითხებზე ადრე ევროპაში ფიქრიც თუ წარმოუდგენელი იყო, დღეს აქტიურად მსჯელობენ. სამაგიეროდ უკვე გადაწყვეტილია, რომ 100 მლრდ დოლარს უკრაინა მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის მიიღებს NATO-სგან. ამას ცალკე დაემატაება ევროკავშირისა და ამერიკის დახმარება. ერთი სიტყვით, ახლა ევროპა საბოლოოდ მიხვდა იმას, რომ თუ რუსეთი არ შეაჩერეს, ომი ხვალ კონტინენტის სხვა სახელმწიფოებში გადავა.