
"უკრაინა ელოდება, რომ რუსეთი შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს - ზაფხულის დასაწყისში გააძლიერებს", - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი საუბრობს.
ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ცოტათი წინ მიიწევენ ჩასივ-იარისკენ. ისინი ქალაქ პოკროვსკის მიმართულებით გადაადგილდებიან. მისივე თქმით, რუსეთის მოსალოდნელი შეტევის დაწყებამდე ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მოხდება.
"სიტუაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ კონტროლს ექვემდებარება", - ამბობს ბუდანოვი.