ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავ სტრუქტურაზე სულ მცირე 3 პირდაპირი დარტყმა იყო | IAEA

გამოქვეყნდა:

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორმა რაფაელ გროსიმ კვირას განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის დამცავი გარსის ძირითად კონსტრუქციაზე სულ მცირე სამი პირდაპირი მოხვედრა იყო. 

მანამდე IAEA-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა. მას არ დაუკონკრეტებია რომელი მხარის იყო ის.

შეტევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაზიანდა მე-6 ენერგობლოკი. IAEA აცხადებს, რომ ეს საფრთხეს არ უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას, მაგრამ ასეთმა ინციდენტებმა შეიძლება გამოიწვიოს რეაქტორის შემაკავებელი სისტემის მთლიანობის დარღვევა.

"ასეთი დაუფიქრებელი თავდასხმები მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ავარიის რისკს და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს", - განაცხადა გროსიმ.

მისი თქმით, ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა 2022 წლის ნოემბრის შემდეგ. 

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის ჩართული "არანაირ შეიარაღებულ პროვოკაციებში რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე".

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი