
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი რიში სუნაკი, 8 აპრილს, სატელეფონო საუბრისას, უკრაინისთვის ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ.
"მათ განიხილეს მომავალი თვეების პრიორიტეტები, კერძოდ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის, უპილოტო თვითმფრინავების და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდების გაზრდა," - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
საუბრისას, ლიდერებმა ასევე განიხილეს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ევროკავშირის მოახლოებული სამიტი, რომელიც ბრიტანეთში გაიმართება.