უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 20-ვე დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ 9 აპრილის ღამეს რუსული ჯარები უკრაინას "შაჰიდის" ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. უწყება ამბობს, რომ ყველა ჩამოაგდეს.

დრონები ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ვინიცას და ლვოვის რეგიონებში. უკრაინის სამხრეთის ძალებმა განმარტეს, რომ ოდესაში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო კერძო სახლის ეზო დაზიანდა, გაწყდა ელექტროგადამცემი ხაზი. 

ზარალთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი