რუსი ოკუპანტები პოლტავისა და ხერსონის ოლქებს დაესხნენ თავს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ღამით რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქს დაარტყეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა რეგიონის დასახლებული უბნების საცხოვრებელი კვარტლებს დაარტყეს, კერძოდ, დაზიანდა 4 კერძო სახლი და ავტოფარეხი. დილის 6 საათის მონაცემებით, დაშავდა 2 ადამიანი.

რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ პოლტავის რაიონში მდებარე საერთო საცხოვრებელსაც, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. როგორც პოლტავის ოლქის ხელმძღვანელი, ფილიპ პრონინი ამბობს, დაზიანდა ახლომდებარე სახლებიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი