
უკრაინული მედია გერმანულ კომპანია Rheinmetall-ის (სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი ევროპული მწარმოებელი) პრესსმასახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინას დამატებით 20 Marder-ის ქვეით საბრძოლო მანქანებს გადასცემს. შესაბამისი დავალება მთავრობამ გასცა.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეკვეთა გერმანიის მთავრობისგან მიღებული იქნა 2024 წლის მარტში, მისი ღირებულება დასახელებული არაა:
"ამ ახალი პარტიის მიწოდება დაგეგმილია 2024 წელს. დღემდე, Rheinmetall-მა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანების სამნიშნა რიცხვი უკვე მიაწოდა".
პირველი 20 ასეთი ქვეითი საბრძოლო მანქანა უკრაინას 2023 წლის მარტში გადაეცა, რის შემდეგაც იყო კიდევ რამდენიმე პარტია, აღნიშნა კომპანიამ.
ვერსია 1A3 Marder, რომელიც გერმანიის მთავრობამ შეუკვეთა, აღჭურვილია ლაზერული დიაპაზონით, რომელიც სამიზნეებზე ზუსტი დარტყმის საშუალებას იძლევა.