
უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ხერსონის რაიონში წყლისა და თბომომარაგების ობიექტების აღდგენისთვის, 276.5 მილიონი უკრაინული გრივნა გამოყო. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს, 9 აპრილს, გამართულ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
"გამოყოფილი თანხებით ხერსონის რაიონში 25 წყალმომარაგების ობიექტის და 4 თბომომარაგების ობიექტის აღდგენა იგეგმება. სამშვიდობო პერიოდში დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ეს ობიექტები ემსახურება. დღეს დაახლოებით 100 000 ცხოვრობს და ეჭვგარეშეა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აღადგინოს დანგრეული ან დაზიანებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება და უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეები წყლითა და სითბოთი," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, იჰორ ფომენკომ.
მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან 139,38 მილიონი წყალმომარაგების ობიექტების აღდგენაზე დაიხარჯება, 37.16 მილიონი კი თბომომარაგების ობიექტებზე. აღნიშნული თანხა ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციას სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადაეცა.