
რუსებმა კოსტიანტინევკა და სლოვიანსკი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ხუთი. კიდევ ორ ადამიანს ნანგრევების ქვეშ ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონული პროკურატურა ავრცელებს.
"2024 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 11:15 საათზე, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიამ ჩამოაგდო KAB-500 საჰაერო ბომბი ქალაქ კოსტიანტინივკაზე, რომელიც მიზნად საცხოვრებელ კვარტალს ისახავდა. დარტყმის შედეგად ერთ-ერთ ბინაში 59 წლის ადამიანი დაიღუპა, ხოლო დანარჩენ ორ სახლში მისი 90 წლის და 70 წლის მეზობლები დაშავდნენ," - ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს შვილი და შვილიშვილი სტუმრობდნენ, მათ ნანგრევების ქვეშ ეძებენ. დაბომბვის შედეგად ასევე, დაზიანდა 27 კერძო სახლი, 3 მაღალსართულიანი კორპუსი, ავტომობილი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.
რუსებმა, 17:45 საათზე, ქალაქი სლოვიანსკიც დაბომბეს, შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. 53 და 66 წლის ორი ქალი და 64 წლის კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის არმიამ საზენიტო-სარაკეტო თავდაცვის სისტემა "სმერჩი" გამოიყენა.
დონეცკის საოლქო პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილები).