
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სპიკერმა, დიმიტრი პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში რუსული "Ка-27" ვერტმფრენი განადგურდა.
"მინუს რუსული Ka-27 ყირიმში. რაღაცას ვეძებდი. ვიპოვე" - დაწერა პლეტენჩუკმა.
დამატებითი დეტალები, მაგალითად რა ტიპის იარაღი გამოიყენა უკრაინამ და რა ვითარებაში განადგურდა თვითმფრინავი, ჯერ უცნობია.