უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა, თავდაცვისა და სამრეწველო საკითხებში, შეთანხმების ახალ ჩარჩოს მოაწერეს ხელი

გამოქვეყნდა:

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა, კიევში სამხედრო-ინდუსტრიულ კონფერენციაზე, ხელი თავდაცვისა და სამრეწველო საკითხებში შეთანხმების ახალ ჩარჩოს მოაწერეს. ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს და წერს, რომ მიხანი თანამშრომლობის წახალისებაა.

"ეს შეთანხმება კიდევ ერთი მაჩვენებელია დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერისა უკრაინის თავდაცვითი ძალისხმევისა და მისი გრძელვადიანი აღდგენის მიმართ. [შეთანხმება] უკრაინის სამხედრო ოპერაციების ეფექტურობას დაეხმარება.

ის შექმნილია იმისთვის, რომ ორივე ქვეყანას შეეძლოს ერთობლივად იმუშაონ უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაზე, თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე უახლოეს თვეებში," - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, თანამშრომლობის გაძლიერება გამოიწვევს დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს თავდაცვის კომპანიებს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და უკრაინულ კომპანიებს შორის ათობით პროექტის განხორციელებას - სტრატეგიული სამხედრო სარემონტო საწარმოების შექმნიდან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციამდე და დაცვის ტექნოლოგიების დანერგვამდე.

შეთანხმების ახალი ჩარჩო დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის დადებული უსაფრთხოების თანამშრომლობის ისტორიულ შეთანხმების გაგრძელებაა, რომელსაც პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2024 წლის იანვარში მოაწერეს ხელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი