
უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, შვეიცარიაში, კურორტ ბიურგენსტოკში, 15-16 ივნისს მშვიდობის სამიტი გაიმართება. ინფორმაციას მედია შვეიცარიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, შეხვედრა უნდა გახდეს მაღალი დონის დიალოგის პლატფორმა უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის გზების შესახებ, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდებაზე. უწყება ასევე წერს, რომ კონფერენციამ უნდა შექმნას ჩარჩოს საერთო გაგება, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას. მან ასევე უნდა შეიმუშაოს სამშვიდობო პროცესში რუსეთის მონაწილეობის კონკრეტული საგზაო რუკა.
საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, ჯერ ისევ უცნობია, რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას მშვიდობის სამიტში. მოსაწვევი, სავარაუდოდ, 80-100 ქვეყანას გაეგზავნება.
მანამდე რუსეთმა განაცხადა, რომ შვეიცარიის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებდა.