პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია "მთავარ არხს" იუბილეს ულოცავს. მისი თქმით, გასაოცარია, რომ არხმა უმოკლეს დროში რეიტინგების სათავეშე მოხვედრა შეძლო.
ჩემთვისაც მართლაც მოულოდნელი და გასაოცარი იყო, როდესაც უმოკლეს დროში, ურთულეს პირობებში, ძალიან სწრაფად, არხი არა მხოლოდ დაფუძნდა და შეიქმნა, არამედ ეთერში გავიდა და ველოდებოდი იმ დღეს. ძალიან მოკლე დროში ასეთი რეიტინგული გახდა. ახლა უკვე, ამ გადასახედიდან, კი არ გეძებთ, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, რომ სადმე არ ხართ და მგონია, რომ იქაც ხართ, სადაც მიკროფონი არ ჩანს. საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ ყველაზე გვიან, როცა დაღლილი მივდარ სახლში და მგონია, რომ არაფრის თავი აღარ მაქვს, ვახვევ "მთავარ არხს" და ვუყურებ, რაც გამოვტოვე, - ამბობს ბესელია.
"მთავარი არხი" - ერთი წელი თქვენთან ერთად
ბრძოლა თავისუფლებისთვის - პოლიტიკოსების მილოცვა "მთავარ არხს"