უკრაინისა და სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციები მოლაპარაკებებს მართავენ

გამოქვეყნდა:

უკრაინისა და სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციები კონსულტაციებს სლოვაკეთის ქალაქ მიხალოვცეში მართავენ. შეხვედრას უკრაინის მთავრობის მეთაური დენის შმიგალი და სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო ესწრებიან.

შეხვედრის დროს შმიგალმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის მინისტრებს საშუალებას მისცემს "პრაგმატულად, პირისპირ და ბიუროკრატიისა და შეფერხების გარეშე" განიხილონ საერთო ინტერესები, ეკონომიკა, განვითარება და უკრაინის აღდგენა.

"მადლობას გიხდით ამ სამთავრობათაშორისო კონსულტაციების ორგანიზებისთვის - ეს არის აბსოლუტურად ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი მთავრობებისთვის“, - განაცხადა შმიგალმა შეხვედრის დროს.

რობერტ ფიცომ გასული წლის ოქტომბერში სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნები მეოთხედ მოიგო და მისმა მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარება შეწყვიტა.

ფიცო აკრიტიკებს დასავლეთის პოზიციას და კიევის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ის მხარს უჭერს მოსკოვთან "სამშვიდობო მოლაპარაკებებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი