უკრაინამ და სლოვაკეთმა საზღვარზე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გამოქვეყნდა:

უკრაინამ და სლოვაკეთმა, საზღვარზე რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ურთიერთქმედების და თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ, შეთანხმებას ხელი მოაწერეს. უკრაინის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსმა სერხი დეინეკომ, სლოვაკეთის მხრიდან კი შინაგან საქმეთა მინისტრმა, მათუშ შუტაი ეშტოკმა მოაწერა.

"შეთანხმების იმპლემენტაცია გაზრდის ერთობლივი სასაზღვრო მონაკვეთზე სიმძლავრის ეფექტიანობასა და ეფექტურობას. სასაზღვრო უწყებების ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ეფექტურად გავაკონტროლოთ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული ნივთიერებების უკანონო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარზე," - აღნიშნა დეინეკომ.

Ukrinform-ის ცნობით, უკრაინა-სლოვაკეთის მთავრობის კონსულტაციები, სლოვაკეთის ქალაქ მიხაილივცში, დღეს 11 აპრილს გაიმართა.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი