თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს ომის დასრულების საკუთარი შეთანხმების გეგმა წარუდგინა

გამოქვეყნდა:

თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს ომის დასრულების საკუთარი შეთანხმების გეგმა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Novaya Gazeta Europe წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეთანხმების გეგმა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდაჭერა აქვს, მიზნად 
უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს. გამოცემის თანახმად, აღნიშნული სამშვიდობო შეთანხმება 2022 წლის ომის დაწყებიდან მალევე განხორციელებულ მოლაპარაკებებს ეფუძნება.

ხელშეკრულების პროექტი 10 პუნქტისგან შედგება:

  • აშშ და რუსეთი იღებენ ვალდებულებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. ისინი ასევე ხელახლა შეუერთდებიან სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულებას (START-3) მომავალში მისგან ცალმხრივი გასვლის შესაძლებლობის გარეშე.
  • უცხო ქვეყნის საშინაო საქმეებში ინ გზებით ჩარევის აკრძალვა, რამაც, შესაძლოა ქვეყნის მთავრობის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 
  • არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ ომის გაყინვა.
  • 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებები: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ეროვნული რეფერენდუმი, ასევე რეფერენდუმი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
  • 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულება: უკრაინაში ეროვნული რეფერენდუმი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და რეფერენდუმები საერთაშორისო ზედამხედველობით უკრაინის მთლიან ტერიტორიაზე, რომლის ანექსირებაც რუსეთმა კონფლიქტის გაყინვამდე მოახდინა.
  • გარანტია, რომ 2040 წლამდე უკრაინა უბკოლო სახელმწიფო იქნება.
  • ომის პატიმრების გაცვლა.
  • რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.

2022 წლის უკრაინის სამშვიდობო გეგმაც 10 პუნქტისგან შედგებოდა, რომელთაგან რამდენიმე ემთხვევა თურქულ გეგმას და ეს მოიცავდა რუსეთის ჯარების უკრაინიდან გასვლის ვალდებულებას და ომის დასრულების ფორმირებას.

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი