"ჩვენ არასდროს გვითქვამს [უკრაინასთან] დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე უარი" | პუტინი ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არასდროს გვითქვამს დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე უარი," - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას, განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ არასდროს გვითქვამს დავების მშვიდობიან დარეგულირებაზე უარი. მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მომართული. ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი 2014 წელს. ყველაფერი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებით დაიწყო...

როგორც იცით, შემდეგ, დასავლეთის ზეწოლით, უკრაინულმა მხარემ უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. შეგახსენებთ, რომ მაშინ ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ უკრაინა ვერ მოაწერს ხელს დოკუმენტს „საფეთქელთან მიდებული იარაღით“, საჭიროა კიევიდან ჯარების გაყვანა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. როგორც კი ეს გავაკეთეთ, ჩვენი შეთანხმებები სანაგვეზე მოისროლეს...

ახლა დააყენეს შვეიცარიაში რაღაც კონფერენციის გამართვის იდეა. ჩვენ იქ არ გვეპატიჟებიან. მეტიც, მიაჩნიათ, რომ ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება და ამავე დროს ამბობენ, რომ ჩვენს გარეშეც ვერაფერს გადაწყვეტენ. ვინაიდან ჩვენ იქ არ მივდივართ, ამბობენ, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ მოლაპარაკებებზე. ჩვენ არ დავუპატიჟებივართ და ამბობენ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ. სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვემხრობით. ოღონდ არა ჩვენთვის რამე სქემების თავს მოხვევის ფორმატში, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან," – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთი მზად არის კონსტრუქციული მუშაობისთვის.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სრულად ემხრობა რუსეთის ხელისუფლების პოზიციას უკრიანის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით. ბელარუსის პრეზიდენტის მტკიცებით, პუტინმა მას ანახა სტამბოლში პარაფირებული დოკუმენტი.

"სერიოზული წინსვლა იყო: რუსებმაც წინ წაიწიეს და უკრაინელებმაც. თუმცა მერე, ნათელია, ჩამოვიდნენ, თქვეს: "მოდი, იომე ბოლო უკრაინელამდე," - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი