"თქვენ არ ხართ დამოუკიდებლები, თქვენ  ხართ მონები" - რამიშვილი პროკურატურას პასუხობს

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საქმის პროკურორებს მონებს უწოდებს და ამბობს, რომ  გუშინ, 8 სექტემბერს გასაჯაროებული ფოტომასალის ნამდვილობას დამოუკიდებელი  ექსპერტების საშუალებით დაამტკიცებს. 

თქვენ არ ხართ დამოუკიდებლები,თქვენ  ხართ მონები და არ ხართ კეთილსინდისიერები. ეს თითქოსდა არის ფოტოშოპი, ამის სურვილი რომ მქონოდა უღრუბლო ფოტოშოპსაც გავაკეთებდი ვანახებდი 21-საც 22-საც ძალიან გალამაზებულ ფერებში-ამბობს მიხეილ რამიშვილი.

რამიშვილის გასაჯაროებული ფოტომასალის ნამდვილობას, რომელიც ადვოკატის თქმით, სატელიტიდან არის გადაღებული და საკუთარი წყაროებით მოიპოვა, საქართველოს პროკურატურა ეჭვქვეშ აყენებს.

საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო.ნინო ლომჯარიას თქმით, რამიშვილის გასაჯაროებულმა ფოტომასალამ ბაჩალაიშვილის მანქანის ადგილმდებარეობის შესახებ, შესაძლოა მთლიანად შეცვალოს გამოძიების მიმდინარეობა.

როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ მან მოიპოვა სატელიტით მიღებული სურათი, რა თქმა უნდა, ვნახავთ დაიწყო თუ არა ამ მტკიცებულებების შესწავლა პროკურატურამ და ასევე ვნახავთ, რამდენად აქტიურად ცდილობს თავად პროკურატურა, მოიპოვოს სატელიტის სურათები.მე ვფიქრობ, რომ გუშინ ადვოკატის მიერ გაკეთებული განცხადება არის საყურადღებო და მან შეიძლება შეცვალოს გამოძიების მიმდინარეობა-ამბობს ლომჯარია.

შეგახსენებთ, გუშინ 8 სექტემბერს ბაჩალიაშვილის ადვოკატმა თქვა, რომ სატელიტის კადრებში, 19 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი ნახეს.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების ამსახველი, ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერებს ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ბაჩალიაშვილი რამდენიმე აფთიაქში შედის და წამლებს ყიდულობს.

უფრო მანამდე კი შოთაძის უწყებამ "მთავარი არხის" გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეს გადაღებული, სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გამოაქვეყნა. 

"მთავარმა არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "მთავარი აქცენტების" 23 აგვისტოს გადაცემაში სამი ავტომანქანის სანომრე ნიშანი გაასაჯაროვა და თქვა, რომ ბაჩალიაშვილის მანქანას სუს-ის მანქანები დაყვებოდნენ. 

პროკურატურამ თავის განცხადებაში თქვა, რომ მანქანები, რომელიც ჩანაწერშია ნამდვილად სუს-ის ბალანსზე, თუმცა ისინი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის უკან, რუსთავის გზატკეცილზე გზის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე აღმოჩნდნენ, შემდეგ კი შავნაბადას ბაზისკენ გადაუხვიეს, ხოლო ბაჩალიაშვილმა თავის მანქანით შეუფერხებლად გააგრძელა გზა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი