რუსული კანონის გასაპროტესტებლად, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით ოჯახმა და ადვოკატმა პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართა. განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა პირდად ჩაიბარა.
გრიგორიადისს დღეს სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
"ჩვენ მივმართავთ მას ლაზარეს შეწყალების თაობაზე. როგორ იმოქმედებს პრეზიდენტი, მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ მჯერა, რომ ის ლაზარეს შეიწყალებს. მიმანიშნებელი არაფერი, ჩვენ პირადი კომუნიკაცი არ გვქონია, ახალგაზრდებმა ეს საკითხი მიაწოდეს და ლაზარეზე იგი ინფორმირებულია", - ამბობს დედა, თამთა კალანდაძე.
ადვოკატი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტი საკითხს სამართლიანად გადაწყვეტს, მოლოდინი აქვთ, რომ შეიწყალებს ლაზარეს.
"თუ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ შეიწყალოს, მაგ შემთხვევაში მოცემული სისხლის სამართლის საქმე წავა აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოში. [...] მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, რომ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მიუხედავად ამისა, მაგრად იდგა, ძლიერად იდგა, თუმცა ცოტა გაკვირვებული იყო სასჯელის ნაწილში, როგორც შევატყვე", - ამბობს ადვოკატი.