უკრაინამ 99 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, უკრაინამ კიდევ 99 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

"შესაძლებელი გახდა დონეცკის მიმართულებით მებრძოლი დამცველის 77 ცხედრის რეპატრიაცია, ზაპოროჟიას მიმართულებიდან 20 დაღუპული ჯარისკაცი და ხარკოვის მიმართულებით ორი დამცველის", - ნათქვამია განცხადებაში.

მსხვერპლთა იდენტიფიცირებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები დაადგენენ.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი