რუსებმა დონეცკის ოლქის სოფელი ოჩერეტინოგო დაბომბეს, შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ორი. ინფორმაციას დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი, ვადიმ ფილაშკინი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ოჩერეტინოგოს დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. დღეს შუადღისას რუსებმა სოფელზე საჰაერო ბომბი ჩამოაგდეს - მე-5 სართულზე მოხვდა. 67 წლის ქალის ცხედარი სახლის ნანგრევებიდან ამოყვანეს. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ..." - წერს ფილაშკინი.
ფალაშკინმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და სთხოვა საკუთარი სიცოცხლით არ გაერისკათ.