აშშ მომავალ კვირას უკრაინას იარაღით კიდევ ერთხელ დაეხმარება

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები მომავალ კვირას უკრაინას იარაღით კიდევ ერთხელ დაეხმარება - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ ტერნერმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთის ფედერაცია ძლიერდება. უკრაინა იწყებს თავდაცვის უნარის დაკარგვას. აშშ-მა უნდა გააძლიეროს და მიაწოდოს უკრაინას მისთვის საჭირო იარაღი. ვფიქრობ, ჩვენ ვიხილავთ უზარმაზარ მხარდაჭერას ამ საკითხთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატაში, ამ კვირაში," - განაცხადა ტერნერმა.

შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს აშშ-ის სენატმა საბოლოო კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის 95 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებას მოიცავს, აქედან 60 მილიარდი დოლარი კიევისთვის გამოიყოფა. დოკუმენტი ახლა წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, სანამ ხელმოწერისთვის გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი