გაკოტრების ზღვარზე მყოფი ბიზნესი ახალი დარტყმის წინაშე აღმოჩნდა. მთავრობა ყოველდღიურად ახალ რეგულაციებს ამზადებს და შეზღუდვებს სულ უფრო ამკაცრებს.
ხვალიდან ყველა სოციალური ღონისძიება ღია სივრცეებშიც იკრძალება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგეგმილი და დაჯავშნილი წვეულებები გაუქმდება. ათი ათასობით ლარი კი ორგანიზატორებს უკან დასაბრუნებელი ექნებათ.
ცნობისთვის, 10 სექტემბრიდან 200-ზე მეტი ადამიანი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას ვეღარ დაესწრება.კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციას არ ეხება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
საკოორდინაციო საბჭომ თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა, 1 ნოემბრამდე გადადო. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ წელს არც "თბილისობა" ჩატარდება.