უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურზე, ნიკოლაი ოლეშჩუკზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელებმა პირველად გაანადგურეს რუსული Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი. საუბარია ბომბდამშენზე, რომელიც რუსეთში, სევასტოპოლის მხარეში ჩამოაგდეს.
"პირველად, საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობით, სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-22М3 გაანადგურეს", - ამბობს ოლეშჩუკი.
მისი თქმით, აღნიშნული თვითმფრინავი X-22 ფრთოსანი რაკეტების მატარებელია, რომელსაც რუსები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებენ.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა. უწყების თქმით, კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.