უკრაინის ცნობით, რუსების მიერ გაშვებული 7 "შაჰიდიდან" 5 ჩამოაგდეს, ასევე ერთი სადაზვერვო დრონი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, ღამით, ოდესის ოლქში რუსების მიერ გაშვებული 7 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 5 ჩამოაგდეს. გარდა ამისა, მისი ცნობით, გამთენიისას ოდესოს ოლქის თავზე ჩამოაგდეს სადაზვერვო დრონი "Орлан-10".

დრონების გარდა რუსეთმა გაუშვა სამი S-300/400 ტიპის რაკეტა დონეცკის ოლქში. 

უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალება დილით განაცხადა, რომ დრონებმა, რომლებმაც საჰარო თავდაცვა გაარღვიეს დაარტყეს ფერმის ტერიტორიას, რასაც ნგრევა მოჰყვა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი