2 თუ 3 თეატრი უერთდება [პროტესტს], უმრავლესობა სახელმწიფო თეატრებში მხარს უჭერენ | წულუკიანი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამტკიცებს, რომ ხელოვანთა უმრავლესობა და პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო თეატრებში დასაქმებულები, მხარს უჭერენ რუსულ კანონს. "მთავარი არხის" კითხვაზე პასუხად, ხომ არ გაიცა პრემიები სახელმწიფო თეატრებში, წულუკიანი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდა და არც იგეგმება. 

მინისტრი ამბობს, რომ მხოლოდ ორი თუ სამი თეატრი უერთდება პროტესტს რუსული კანონის წინააღმდეგ.

"მე მესმის თქვენი იმედგაცრუების, რომ კულტურის სამინისტროს სისტემაში 30-მდე თეატრია, უფრო მეტია რა თქმა უნდა ქვეყანაში თეატრები და თქვენ ხედავთ 2 თუ 3 თეატრს, რომელიც უერთდება, 30 თეატრში თქვენ რეკავთ და ეკითხებით პრემიების შესახებ, თუ თქვენ გინდათ, რომ ეს ხალხი არ გააღიზიანოთ, ელემენტარულ, პრაგმატულ რჩევას მოგცემთ, კითხვის ფარგლებში ასეთი ტიპის ცილისწამებებისგან თავი შეიკავეთ, არავითარი პრემიების გაცემა არ მომხდარა, არც ვაპირებთ. და თქვენდა იმედგასაცრუებლად მინდა გითხრათ, რომ ხელოვანთა უმრავლესობა, პირველ რიგში სწორედ სახელმწიფო თეატრებში, მხარს უჭერს ამ კანონს", - თქვა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, არაერთმა ხელოვანმა, მსახიობებმა, რეჟისორებმა, მომღერლებმა, მხატვრებმა, გამოხატეს პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, მათ შორის უშუალოდ აქციებზე ყოფნითაც.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი