რუსეთმა ღამით დრონებით შეუტია კიევსა და ოდესას

გამოქვეყნდა:

ღამით რუსეთმა კიევისა და ოდექსის ოლქებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი პოპკო აცხადებს, რომ ღამით კიევისკენ მიმავალი ყველა "შაჰიდი" ჩამოაგდეს.

"ამ დროისთვის დედაქალაქში ნგრევა და მსხვერპლი არ დაფიქსირებულა", - წერია კიევის ადმინისტრაციის ტელეგრამის არხზე გავრცელებულ განცხადებაში.

რეგიონის ხელისუფლებას ჯერ დრონების ჩამოგდებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. 

რაც შეეხება ოდესას, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, "შაჰიდებით" შეტევის შედეგად დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვია. 

"ოდესაში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და გაჩნდა ხანძარი. ჩვენმა მაშველებმა 34 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის სამი ბავშვი. შვიდი ადამიანი დაშავდა და მიიღო დაზიანება, მათგან ორი ბავშვია", - დაწერა ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა Telegram-ში.

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი