სუნაკი დღეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის დასახმარებლად 500 მილიონ ფუნტს (617 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს და უკრაინელებს გადასცემს სამხედრო დახმარების რეკორდულად დიდ პაკეტს.

ეს ნაბიჯები ოფიციალურად გამოცხადდება დღეს, სამშაბათს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის რიში სუნაკის პოლონეთში ვიზიტის დროს, მაგრამ მთავრობამ აღნიშნულის შესახებ განცხადება ორშაბათს გაავრცელა.

პაკეტი მოიცავს 160 Husky-ს ტიპის ჯავშანმანქანას, 162 სხვა ტიპის ჯავშანმანქანას, 78 ყველგანმავალ მანქანას, 60 ნავსა და კატერს, 1 600 თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, მათ შორის Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტების ახალ პარტიას, დაახლოებით ოთხ მილიონ ვაზნას.

ეს პაკეტი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის  წელს აღმოჩენილ სამხედრო დახმარებას 3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის.

"უკრაინის დაცვა რუსეთის სასტიკი ამბიციებისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და მთელი ევროპისთვის. თუ პუტინს მიეცემა საშუალება, მიაღწიოს წარმატებას ამ აგრესიულ ომში, ის არ გაჩერდება პოლონეთის საზღვარზე", - თქვა სუნაკმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი