ფულადი ჯილდო მისამართლეთა კორპუსს. სასამართლო კლანი სისტემაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს და მოსამართლეებს სოლიდური დანამატებით ახალისებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით პირველი და მეორე ინსტანციის 305 მოსამართლე აპრილში ხელფასთან გათანაბრებულ პრემიას მიიღებს, რითვისაც ბიუჯეტიდან მილიონ 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. დაჯილდოებულებს შორის არიან შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული პირები და ისინიც, ვისი დეკლარაციის შესწავლაც ანტიკორუფციულ სამსახურს აქვს დავალებული.