სასამართლომ გელა ხასაიას 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

გამოქვეყნდა:

სასამართლომ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, გელა ხასაიას 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ხასაია 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. 

"მიუხედავად ყველაფრისა დამაჯარიმეს 2600 ლარით. სპეკტაკლი დასრულებულია", - დაწერა ხასაიამ.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ხასაია პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. 

პარტიის თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი სამართალდამცავების მხრიდან ხასაიას მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი