აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, რომელიც საქართველოში 30 აგვისტოს დაბრუნდა, საკარანტინო ზონა დატოვა. 12-დღიანი სავალდებულო კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ, ვარშალომიძემ თქვა, რომ "31 ოქტომბერს რუსული ოცნება უნდა დავამარცხოთ".

12-დღიანი პატიმრობა დავტოვე ციხე-კარანტინიდან. დღევანდელი დღიდან, ამ წუთიდან აქტიურად ვერთვები საარჩევნო კამპანიაში. მე დავბრუნდი ბათუმში გამარჯვებისთვის. დავივიწყოთ წყენა და დღეიდან ჩემი ხელით, ხელს ვუწვდი ყველას თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ბათუმის, ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, - ამბობს ვარშალომიძე. 

შეგახსენებთ, რომ ლევან ვარშალომიძე კარანტინში 30 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ წავიდა. მაშინ ვარშალომიძემ ქართულ პოლიტიკაში წასვლა დააანონსა და თქვა ისიც, რომ ბათუმის მაჟორიტარად იყრის კენჭს. ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში ვარშალომიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იქნება. 

ცნობისთვის, ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო. 21 მაისს ის უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა. 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი