კობახიძე უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერია

გამოქვეყნდა:

დღეს, 25 აპრილს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) სადაც ერთ-ერთი სპიკერი იქნება. 

კობახიძე მთავრობის დელეგაციასთან ერთად ბუდაპეშტში უკვე გაემგზავრა. გახსნით სესიაზე კობახიძესთან ერთად სიტყვით გამოვა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანიც. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე და ორბანის ცალკე შეხვედრაცაა დაგეგმილი. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

უნგრეთი მესამე წელია ამ კონფერენციას მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამავე კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა. მან პირობა დადო, რომ "ოცნება" უმრავლესობას დაიცავს "უმცირესობის ძალადობისგან", გაიხსენა პატრიარქის სიტყვები, ამტკიცებდა, რომ თავს გვახვევენ ყალბ ფასეულობებს LGBT პროპაგანდით, ისაუბრა უკრაინაში ომზე და სხვა. მან და ორბანმა ერთმანეთი შეაქეს. ამ გამოსვლას არაერთი კრიტიკული შეფასება მოჰყვა.

"ევროპელი სოციალისტების პარტიამ" პრემიერის კონსერვატიულ პოლიტიკურ კონფერენციაში მონაწილეობა დაგმო, მალევე კი ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ტოვებდნენ "ევროპელი სოციალისტების პარტიას".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი