აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს ATACMS-ების უკრაინისთვის გადაცემას

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა დაადასტურა, რომ შტატებმა უკრაინას, მის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად შორი რადიუსის მოქმედების ATACMS-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა.

"მე შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით მიაწოდა ATACMS შორი რადიუსის რაკეტები", - თქვა მან ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ რაკეტები უკრაინაში აპრილში ჩავიდა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას საიდუმლოდ გადასცემდა შორი რადიუსის მოქმედების ATACMS-ებს.  Reuters-სთან ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ შორი რადიუსის რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას მარტში მიაწოდეს. მისივე თქმით, ეს რაკეტა გამოიყენა უკრაინამ 17 აპრილს, ყირიმში, რუსულ აეროდრომზე დარტყმისას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი