გიორგი გახარია ისევ პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს

გამოქვეყნდა:

ამჟამინდელი პრემიერმინისტრი, რომელიც პირველ რიგში ე.წ. გავრილოვის სისხლიან ღამესთან ასოცირდება, "ქართულმა ოცნებამ" ისევ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა - ამის შესახებ, ასევე გავრილოვის ღამეს, პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებულმა ირაკლი კობახიძემ, პარტიის პროპორციული სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე თქვა.

დღესვე, ცნობილი გახდა, რომ სიის მეორე ნომერი და  მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, კვლავ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატია. 

აქვე შეგიძლიათ ნახოთ, "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები და "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

რაც შეეხება, საკონსტიტუციო ცვლილებებს, ის პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი