ბიზნესი ხელისუფლების წინააღმდეგ - პატარძლებმა კანცელარიასთან აქცია დააანონსეს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო რეგულაციების გამკაცრების პარალელურად, პატარძლებმა, რომლებსაც გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ქორწილის გადახდა შეეზღუდათ, ხვალ, 11 სექტემბერს, კანცელარიასთან საპროტესტო აქცია დააანონსეს. 

შეზღუდვებმა დიდი კრიზისის წინაშე დააყენა ღონისძიების ორგანიზატორები - ათიათასობით ლარი უკვე გადახდილია, მაგრამ ყველა დამკვეთმა თანხის დაბრუნება მოითხოვა. ვინ აუნაზრაურებს ზარალს ივენთკომპანიებს, ამ დრომდე არავინ პასუხობს.

წყალში გადაყრილი ფულის გარდა, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი კომპანიების ასობით თანამშრომელი უსამსახუროდ დარჩა. ფინანსური კრიზისის გამო, მიმტანები, მზარეულები, დეკორატორები და ანიმატორები განუსაზღვრელი დროით სახლში გაუშვეს, ყველა ივენთი გაუქმდა, მაგრამ ჯერ არ იციან, კიდევ რამდენი იქნება მათი ფინანსური ზარალი. 

ათასობით ადამიანის პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან გაუქმდა ყველა სოციალური ღონისძიება - ქორწილები, ნათლობები, დაბადების დღეები და ყველა მსგავსი წვეულება, რესტორნებსა და ივენთ კომპანიებს ღონისძიებების ჩატარება ამ დროისთვის 1 ნოემბრამდე აეკრძალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი