"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის თქმით, "ადამიანებზე ზრუნვა "ქართული ოცნების" ხელწერად იქცა". ამის შესახებ მან პარტიის პროპორციული სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე თქვა.
"ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები
"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები რეგიონებში
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.