რუსეთმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა | დაშავდა 14 ადამიანი

გამოქვეყნდა:

1 მაისის ღამით რუსეთმა კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზე. უკრაინული მხარის ცნობით, დაშავდა 14 ადამიანი. 

რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი წერს, რომ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საფოსტო საწყობები (უკრაინული კომპანია "Нова пошта" ასევე იუწყებოდა მის ობიექტზე დარტყმის შესახებ).

ამ განცხადებებზე რუსული მხარე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

თავდასხმამ ძლიერი ხანძარი გამოიწვია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი