ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყრილობაზე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, "ქართული ოცნების" დეპუტატი ლერი ხაბელოვი პრეზიდენტად აირჩიეს.
ხაბელოვის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 117-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები დათქმულ დრომდე 3 თვით ადრე ჩატარდა, რასაც მწვავე კრიტიკა მოყვა. ხაბელოვის დანიშვნას აპროტესტებდნენ "ლელოს" წარმომადგენლები და სპორტსმენები, რომლებიც არჩევნების გადადებას ითხოვდნენ.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებზე ლერი ხაბელოვის კანდიდატურას "ლელოს" წარმომადგენლები და სპორტსმენები აპროტესტებენ. მათი შეფასებით, არჩევნებში პოლიტიკური ინტერესები გამოიკვეთა.