დრონებით თავდასხმა იყო ბაშკირეთში "გაზპრომის" საწარმოზე, ასევე ქალაქ ანაპასთან ნავთობის ბაზაზე

გამოქვეყნდა:

ბაშკირეთის მეთაური, რადი ხაბიროვმა "ტელეგრამზე" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 მაისს დრონით თავდახმა იყო ქალაქ სალავათის ინდუსტირულ ზონაში, რის შედეგადაც დაკვამლიანება იყო "გაზპრომის" კუთვნილ საწარმოში.

ის ამტკიცებს, რომ კომპანია ჩვენ რეჟიმში მუშაობს. 

"ეს არის ჩვენი დღესასწაულის დისკრედიტაციის მცდელობა, ჩვენ არ ვაპირებთ დამორჩილებას პროვოკაციების წინაშე", - წერს ხაბიროვი.

მანამდე "ტელეგრამ არხმა" - "ბაზა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაშკირეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონი დაესხა, რის შემდეგაც ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

წლის დასაწყისიდან რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები უკრაინული დრონების სამიზნე გახდა, რამაც საწვავის წარმოების შემცირება გამოიწვია.

9 მაისს ღამით, რუსეთის ქალაქ ანაპასთან ახლოს მდებარე ნავთობის ბაზაზეც იყო დრონებით თავდასხმა. რუსული მხარის ცნობით, 6 დრონი მოიგერიეს, მაგრამ რამდენიმე ნავთობის საცავის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

უკრაინას ამ თავდასხმებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი