კარანტინის გამოცხადება, აქტივობების გაჩერება.. ხელისუფლებას ნებისმიერი ზომის მიღება შეუძლია - გოცირიძე

გამოქვეყნდა:

რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში არსებული გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საპარლამენტო არჩევნების გადადება? - "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, საქართველოში, გაყალბების საფრთხეებიდან გამომდინარე, არჩევნების დისტანციურად ჩატარება, ფაქტობრივად, ვერ მოხერხდება. 

აქედან გამომდინარე, როგორც გოცირიძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" თქვა, საქართველოსთვის სხვა ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება რთული იქნება, "ქართულ ოცნებას" კი, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი ზომის მიღების ბერკეტი აქვს. 

საქართველოში, თუ ყუთზე არ დაადექი, ჩაგიყრიან და არჩევნებს გაგიყალბებენ. ამიტომ ელექტრონული ფორმით არჩევნების ჩატარება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.. ხელისუფლებამ თავიდანვე დაგეგმა, პროცესი საარჩევნოდ გამოეყენებინა. პარლამენტმა მიიღო საშინელი კანონი, საგანგებო მდგომარეობისას გასატარებელი მკაცრი ზომები მთავრობას გადაულოცა. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ზომის მიღება, კარანტინის გამოცხადება, ქვეყნის ჩაკეტვა, აქტივობების გაჩერება, წინასაარჩევნო კამპანიის ჩახშობა", - ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი, 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 917;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 354;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი