ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს - დევიდ კრამერი

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და "ფრიდომ ჰაუსის" ყოფილი პრეზიდენტი დევიდ კრამერი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ 2020 წლის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. ამის შესახებ კრამერმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.

პირველ რიგში უზრუნველყოს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რომელსაც ყველა პოლიტიკური აქტორი აღიარებს; მნიშვნელოვანია, ეს არჩვენები აღიარებული იყოს ევროპის OSCE-ის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, არჩევნებისთვის ოქროს წესებს ამკვიდრებს. და იმის მიუხედავად, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ საქართველო ამას ყველაფერს შეძლებს, ეს ამ ქვეყნისთვის მორიგი დიდი მიღწევა იქნება. საქართველო ასევე უნდა კონცენტრირდეს დემოკრტიული პროგრესზე და მიღწევებზე, რაშიც მედიის დამოუკიდებელი ოპერირება იგულისმება, და ასევე, სამოქალაქო სექტორის თავისუფლებად მოქმედება. და, რა თქმა უნდა, საქართველო აუცილებლად და მუდმივად ყურადღებით უნდა იყოს რუსეთის გამო, მუდმივი ანექსიის გამო, სადემარკციო ხაზის განუწყვეტელი გადმოწევის გამო. მითუმეტეს, რომ რუსეთი აღარ იქნება ამაზე მეტად "კეთილგანწყობილი". მაშინ, როცა არჩევნებია წინ და რუსეთის ჩარევა არჩევნებში ძირითადი საწუხარია, საქართველო სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს როცა საქმე მოსკოვს ეხება, - ამბობს კრამერი.

მისივე თქმით, საქართველოში ერთხელ უკვე ვნახეთ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება 2012-13 წლებში. კრამერი იმედოვნებს, რომ თუ 31 ოქტომბრის არჩევნებზეც ეს შედეგი დადგა და საჭირო გახდა ხელისუფლების გადაბარება, ეს პროცესი ამჯერადაც მშვიდობიანად ჩაივლის. 

კრამერი Covid 19-თან დაკავშირებითაც საუბრობს. ამბობს, რომ საქართველომ კორონავირუსთან ძველებურად გამკლავება უნდა გააგრძელოს, რადგან, ქვეყანას, ამ მიმართულებით, ძალიან კარგი შედეგი აქვს. "ვაანალიზებ იმასაც, რომ ეს არ დამთავრდებულა... მაგრამ დიდი პატივისცემა ქართველ ხალხს, მითუმეტეს რომ თქვენ გარს გარტყიათ ქვეყნები, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა ვირუსის გათვალისწინებით". 

გადაცემის წამყვანის შეკითხვას ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ კორონავირუსის საბაბით, საარჩევნოდ ხელისუფლებამ ზომები გაამკაცროს, კრამერი პასუხობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია, ხელისუფლებამ სრული გამჭვირვალობისთვის, უმჯობესია, პროცესში სამოქალაქო სექტორი და ოპოზიცია ჩართოს: "რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები, ბუნდოვანება, რომ რაიმე გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნებისთვის იღებენ, მითუმეტეს როცა არჩევნები ახლოვდება".

ცნობისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის EPRC-ის პროექტის ფარგლებში, გერმანიის მარშალის ფონდის მხარდაჭერით კოვიდის პერიოდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე პუბლიკაციები მომზადდა. საინტერესო ავტორებს შორისაა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე და "ფრიდომ ჰაუსის" ყოფილი პრეზიდენტი დევიდ კრამერი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი