
თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, თბილისში გამართულ ევროპულ მარშს X- ზე ეხმაურება:
"ქართველი ხალხი თავის მოსაზრებას გამოთქვამს. არ შეუშინდა დაშინების ტაქტიკას, ათიათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა წვიმიან თბილისში, რათა მოსთხოვოს "ქართულ ოცნებას" კანონის გაწვევა," - წერს სალივანი.
შეგახსენებთ, რომ ევროპული მარში გუშინ, 11 მაისს, თბილისში გაიმართა. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მეტროსადგურ "300 არაგველთან", მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. შემდეგ კი მსვლელობით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი მივიდა პარლამენტთთანაც.
რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტი არ წყდება. დღეს, საღამოს 10 საათიდან მოქალაქეები პარლამენტთან გაათევენ ღამეს და ორშაბათ დილით დანიშნულ საკომიტეტო მოსმენას პროტესტით შეხვდებიან.