აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა დაუდასტურა.

ვადასტურებ, რომ ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ მთავრობის ადმინისტრაციაში. ყველა კონტაქტირებული პირი გადაყვანილია იზოლაციაში, თვითონ არის ჰოსპიტალიზაციაშია. დანარჩენი კონტაქტირებული პირებზე PCR ტესტირება ჩატარებულია და პასუხი უარყოფითია, - თქვა რუსუდან შავიშვილმა.

"მთავარის ინფორმაციით" ინფიცირებული პირი მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერს წარმოადგენს.

შენობაში შესვლისას ყველა პირი გადის თერმოკონტროლს. დაწესებულია მონიტორინგი პირბადის გამოყენებაზე. აჭარის მთავრობა განაგრძობს ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, - წერია განცხადებაში.

პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ინფიცირებულ პირთან მთავრობის თავმჯდომარეს ბოლო 10 დღის განმავლობაში კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

აჭარაში ბოლო 24 სააათის განმავლობაში 80 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 20 ქორწილს უკავშირდება, 22-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. მარინა ეზუგბაიას თქმით, 158 ახალი შემთხვევიდან 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 075;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 363;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი