დღეს, 14 მაისს 14:00 საათზე თბილისში კულტურის მარში გაიმართება. კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან. მსვლელობა მწერალთა სახლიდან, ივანე მაჩაბლის #13-დან დაიწყება.
ცნობისთვის, დღეს პლენარულ სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს.
"მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, ხელოვანები, მხატვრები, კინოს, თეატრსა და მუზეუმებში მომუშავე ადამიანები, კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ვერთიანდებით, რომ მარშით გავიაროთ თბილისის ქუჩებში რუსული კანონის წინააღმდეგ.
თუ გაღელვებს „რუსული კანონი“ და სხვა კანონები, რომლებიც შეზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, გადააქცევს ქვეყანას ‘ოფშორული ფულის’ თავშესაფარად და დაუხშობს საქართველოს ევროპაში გაერთიანების გზას - შემოგვიერთდი!
ვიწყებთ 14 მაისს, 14:00-ზე მწერალთა სახლთან.მარში ღიაა ყველა მოქალაქისათვის. ჩაიცვი კომფორტულად, ბევრს ვივლით ქალაქში.
არა რუსულ კანონს", - წერენ აქციის ორგანიზატორები.