არჩევნებამდე შეამცირებენ სტატისტიკას და იტყვიან, რომ მეორე ტალღა დაამარცხეს - ნათელაშვილი ოცნებაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკა წინასაარჩევნო პერიოდში სათავისოდ გამოიყენოს. ოპოზიციაში ამბობენ იმასაც, რომ მმართველი პარტია ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ყველა ბერკეტი გამოიყენონ.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება სტატისტიკას არჩევნებმადე ორი კვირით ადრე შეამცირებს.

ყველა ტალღა რაც ქვეყანაში და ბუნებაში არსებობდა, ბიძინა ივანიშვილის ბანდამ გამოიყენა თავის სასარგებლოდ, ჩვენ საძარცვად, ხელისუფლებაში დასარჩენად და ძალაუფლების ტკობიბის გასახანგრძლივებლად. ახლა უკვე დაიწყეს ამ სტატისტიკის გამოჩენა, ადრე მალავდნენ და არჩევნებმადე ორი კვირით ადრე შეამცირებენ სტატისტიკას და იტყვიან, რომ აი კორონავირუსისი მეორე ტალღაც მოვიგერიეთ, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით, ოპოზიცია ისედაც არათანაბარ პირობებშია. ბესელიას იმედი აქვს, რომ პანდემია ხელისფულების მანიპულაციის თემა არ გახდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი