უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებმა მოახერხეს "სიტუაციის ნაწილობრივ სტაბილიზაცია" ჩრდილოეთ ხარკოვის რეგიონში, სადაც რუსული ჯარები წინ მიიწევენ.
ზელენსკიმ ოთხშაბათს ღამით განაცხადა, რომ უკრაინული ძალები აგრძელებენ თავდაცვით მოქმედებებს რუსეთის საზღვრის მახლობლად და ვოვჩანსკში, რომელიც ხარკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 60 კილომეტრში მდებარეობს.
სასაზღვრო ქალაქი ვოვჩანსკი რუსეთის ოკუპაციისგან 18 თვეზე მეტი ხნის წინ განთავისუფლდა, როდესაც უკრაინამ ხარკოვი დაიბრუნა.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა იყენებს არტილერიას, თვითმფრინავებს და ქვეით ძალას რუსული ჯარების წინსვლის შესაჩერებლად. მისი თქმით, ფრონტის ხაზის ყველა სხვა უბანს იგივენაირი ყურადღებით ეპყრობიან, როგორც ხარკოვს.
ცნობისთვის, 10 მაისს, რუსეთმა ხარკოვის რეგიონზე მორიგი შეტევა დაიწყო. ოკუპანტმა ქვეყანამ ბოლო დღეებში კონტროლი აიღო საზღვართან ახლოს ცხრა სოფელზე.