კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას გეგმავს

გამოქვეყნდა:

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, კანონპროექტის წარდგენას გეგმავს, რომელიც შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ვკითხულობთ, რომელსაც "საქართველო და რუსეთის ჰიბრიდული ომი" ჰქვია. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინის მეგობრები თბილისში კრემლის სახელმძღვანელოს მიჰყვებიან, რათა სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ხმები ჩაახშონ. 

"კანონპროექტი მოითხოვს, რომ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს საქართველოში არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიის, ელიტური კორუფციის, სანქციების თავიდან არიდებისა და რუსეთის დაზვერვის რესურსების შესახებ ანგარიში წარუდგინოს. უცხოური აგენტების კანონმდებლობასა და დემოკრატიაზე ფართო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს შესაძლოა სანქციები დაემუქროთ. კანონპროექტი, ასევე, სთავაზობს საქართველოს შესაძლებლობას, გააძლიეროს სავაჭრო, თავდაცვითი და კულტურული კავშირები აშშ-სთან, თუ ის კურსს შეცვლის. ეს შეიძლება გადამწყვეტი მომენტი იყოს საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, რადგანაც მისი მოქალაქეები ავტორიტარული კონტროლის ინსტრუმენტის გაჩერებას ცდილობენ", - წერს The Wall Street Journal.

ცნობისთვის, ჯო უილსონი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, 4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აშშ-ის კონგრესში მოსმენაც გაიმართება. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი