რუსეთმა მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ენერგოობიექტებზე | ქალაქი სუმი ელექტროენერგიის გარეშეა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა დრონების გამოყენებით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ოლქებზე. სუმის ოლქის ადმინისტრაცია ავრცელებს ცნობას, რომ "შაჰიდები" თავს დაესხნენ ენერგეტიკულ ობიექტებს ქალაქ შოსტკასა და  კონოტოპში.

თავდასხმის შედეგები ზუსტდება, თუმცა ოლქში ელექტრომომარაგება შეფერხდა. ორივე ქალაქი მდებარეობს სუმის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის საზღვართან ახლოს.

"მტრის თავდასხმის გამო, ქალაქი სუმი ელექტროენერგიას არ იღებს. ჩვენ ველოდებით აღდგენას და, პირველ რიგში, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ვუზრუნველყოფთ", - თქვა ქალაქ სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი დროზდენკომ.

ფოტო: არქივი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი