შვედეთი უკრაინას 7-მილიარდიან სამხედრო დახმარებას გაუწევს - როგორც Reuters იუწყება, შვედეთის მთავრობა უკვე დათანხმდა ომში მყოფი ქვეყნისთვის დამატებით სამხედრო დახმარებას 75 მილიარდი კრონის (7,01 მილიარდი დოლარი) ოდენობით, რომელიც სამ წელზე თანაბრად გადანაწილდება.
„უკრაინისადმი შვედეთის მხარდაჭერის გასაძლიერებლად და გრძელვადიანი პერსპექტივის გასაზრდელად, მთავრობა და შვედეთის დემოკრატები შეთანხმდნენ, რომ შემოიღონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ჩარჩო 2024-2026 წლებში“ - იუწყება მთავრობა.
გამოცემა მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო მხარდაჭერა, მის მხარდამჭერ მხარესთან შეთანხმებული ჩარჩოს ფარგლებში, შეიძლება მოიცავდეს თავდაცვითი აღჭურვილობის შემოწირულობას, ფინანსურ შენატანებსა და ფინანსურ მხარდაჭერას თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება "უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შვედეთის პრაქტიკულ სოლიდარობას გამოხატავს". უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა კი თქვა, რომ შვედური წარმოების იარაღმა „უკვე დაამტკიცა თავისი თავი ბრძოლის ველზე“.
ცნობისთვის, შვედეთი უკრაინას ომის დაწყებიდან დღემდე ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით დაეხმარა.